Sun Sun

სასკოლო მზაობის პროგრამა

სასკოლო მზაობის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროგრამა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკვლევი), აქტივობების კრებული და ტრენინგ მოდული აღმზრდელებისათვის.

სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში დღეში სამ საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში განხორციელდება. ბავშვები, რომლებიც არ დადიან საბავშვო ბაღში, საჯარო სკოლის შენობებში სპეციალურად გახსნილ სასკოლო მზაობის ჯგუფებში მოემზადებიან.

სასკოლო მზაობის პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდიკის საშუალებით, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს. იგი ხელს უწყობს აღსაზრდელის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას; მოტორული, სოციალური, ემოციური, მეტყველებისა და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას. პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის. იგი ეხმარება თითოეულ მათგანს, მაქსიმალურად განივითაროს თავისი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ-ჩვევები მომავალი ცხოვრებისა და წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის. 

სასკოლო მზაობის პროგრამის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე:http://ncp.ge/preschool-education/general-part/damkhmare-sakhelmdzghvaneloebi.

გისურვებთ წარმატებას!


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management