სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებული აღმზრდელების, დირექტორებისა და სხვა თანამშრომლებისათვის 2009-2012 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და გამოიცა თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის დამხმარე მეთოდოლოგიური ლიტერატურა:

1.  თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (მშობლისა და აღმზრდელის წიგნი);

2.  სკოლამდელი განათლების პროგრამა;

3.  სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა;

4.  საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო;

5.  ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები;

6.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფიზიკური გარემო – პრინციპები და პრაქტიკა;

7.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი.

 

(სახელმძღვანელოები შეგიძლიათ იხილოთ გრაფაში „პუბლიკაციები“)

 

აღნიშნული პუბლიკაციები უსასყიდლოდ გადაეცა ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღს საქართველოს მასშტაბით.


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management