კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და სკოლამდელი განათლების სფეროს წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და საბავშვო ბაღების დირექტორები.

გარდა ქართველი წარმომადგენლებისა, კონფერენციას ასევე, ესწრებოდნენ სკოლამდელი განათლების ექსპერტები პოლონეთიდან და დანიიდან. მათ მიმოიხილეს მათი საქართველოსთან თანამშრომლობის პერიოდის საქმიანობები და ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება სკოლამდელი განათლების სფეროში.

კონფერენციის მომხსენებლებმა, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

1.  ალტერნატიული სკოლამდელი განათლება პოლონეთში - განვითარება და შედეგები
მაჟენა რაფალსკა, ასოციაცია „ედუკატორი“;

2.  ხარისხიანი სკოლამდელი განათლება და მისი როლი საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაში
თამარ გაგოშიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრი; თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი;

3.  ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები
ნინო ცინცაძე, ასოციაცია „საქართველოს პორტიჯი“;

4.  ხუთი წლის ასაკის ბავშვის სასკოლო სწავლების პრობლემა
ნინო ლაბარტყავა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

5.  სკოლამდელი აღზრდის მომსახურების განფასება
ნინო დოღონაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა;

6.  სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ალტერნატივები: რეკომენდაციები პოლიტიკის შემუშავებისათვის
გიორგი მესხიძე, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“, პრეზიდენტი;

7.  კომენიუსის ფონდი ბავშვის განვითარებისათვის
ტერეზა ოგროძინსკა, კომენიუსის ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი;                          

8.  სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში  პედაგოგიური ხარისხის ამაღლება - რეკომენდაციები    პოლიტიკის შემუშავებისათვის
ოლღა მუსხელიშვილი, ასოციაცია „კივიტას   გეორგიკა“, სკოლამდელი განათლების კონსულტანტი;

9.  ბავშვის მომზადება სკოლაში სწავლისათვის
ლილი მექვაბიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;

10.  სკოლამდელ ეტაპზე მათემატიკური წარმოდგენების ფორმირება, როგორც სკოლისათვის მზაობის ერთ-ერთი წინაპირობა
ნუგზარ აბაკელია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;

11.  პედაგოგიური პრაქტიკის როლი საბავშვო ბაღის  აღმზრდელის პროფესიულ ჩამოყალიბებაში
მარინე ფალავანდიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;

12.  სკოლამდელი განათლების ხარისხის ხელშეწყობა თბილისის ბაგა-ბაღების მაგალითზე
მაია ანჯაფარიძე, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს პროგრამების კოორდინატორი;

13.  აღმზრდელთა საკვალიფიკაციო პროგრამების მნიშვნელობა  და ილიას უნივერსიტეტის ახალი ინიციატივები
ხათუნა დოლიძე, ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.

 


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management