18 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტების ადრეული განათლების ახალგაზრდა მკვლევარებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი, რომლის საშუალებითაც სკოლამდელი განათლებით დაინტერესებული სტუდენტები გაეცნენ ამ სფეროში არსებულ სიახლეებსა და კვლევებს.

სამუშაო შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები.  აღნიშნულ სფეროში არსებული სიახლეების გარდა, შეხვედრის  მონაწილეები  გაეცნენ სკოლამდელი განათლების 1-ელ საერთაშორისო კონფერენციაზე „სკოლამდელი განათლება საქართველოში - რეალობა და პერსპექტივები“  წარმოდგენილ სადისკუსიო საკითხებს და შემუშავებულ რეკომენდაციებს. მათ თავადაც იმსჯელეს ამ სფეროში არსებულ პრობლემატიკაზე, მათ შორის ადგილობრივ დონეზე, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება  და ჩამოაყალიბეს თავიანთი ხედვა სამომავლო საქმიანობების შესახებ.


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management