სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს სკოლისათვის მზაობის პროგრამის ძირითად თემებსა და პრინციპებზე.

სემინარის მონაწილეები გაეცნენ ადრეული ასაკის ბავშვებისათვის შექმნილ რესურსებს და იმსჯელეს მათი საქართველოში გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს სკოლისათვის მზაობის ხელშეწყობის პროგრამას 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომლის ფარგლებში სკოლისათვის მზაობის სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიური მასალა შეიქმნება.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სკოლისათვის მზაობის პროგრამის შექმნის პრინციპებთან, სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებთან დაკავშირებით.

სკოლისათვის მზაობის პროგრამა შესაბამისობაში იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კლასის პროგრამასთან. მასში ყურადღება გამახვილდება ბავშვის ყოველმხრივ განვითარებასა და სკოლისათვის მზაობის უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სკოლისათვის მზაობის პროგრამის შექმნის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომელთაც უძღვებოდა ადრეული და სკოლამდელი განათლების საერთაშორისო ექსპერტი სტეფან საიფერი.


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management