სასკოლო მზაობის პროგრამა საბავშვო ბაღებსა და სკოლის შენობებში გახსნილ სასკოლო მზაობის ცენტრებში განხორციელდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო აქტივობებზე.


ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტების პედაგოგები, სახალხო დამცველის, თბილისის მერიისა და საკრებულოს განათლების განყოფილებების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სასკოლო მზაობის პროგრამის სამუშაო ვერსია, რომელიც შეიქმნა ქართველი ავტორებისა და საერთაშორისო ექსპერტის ერთობლივი მუშაობით.

სკოლამდელი განათლების დოკუმენტების სამუშაო ვერსიები უკვე შემუშავებულია. შესაბამის ორგანიზაციებთან და სკოლამდელი განათლების სპეციალისტებთან განხილვის შემდეგ დოკუმენტები დამტკიცდება და დაინერგა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

26-27 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით სკოლამდელი განათლების ქართველი ექსპერტებისათვის სემინარები ჩატარდა.


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management