2013 წლის 27 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა ფორუმი „ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის.

სკოლამდელი განათლების ფორუმის მიზანი იყო მუნიციპალიტეტებისათვის რეკომენდაციების შეთავაზება ბაღებისა და სკოლამდელი განათლების ცენტრების მართვის ეფექტურობასთან დაკავშირებით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე.


ფორუმზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული მოდელების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხების, სკოლამდელი განათლების მონაცემთა ბაზის, აღნიშნულ სფეროში განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებ.


ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებსა და რეკომენდაციებს, აღნიშნულ სფეროში განხორციელებულ საქმიანობებსა და სამომავლო პრიორიტეტებს.


განათლების მიმართულების სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი ხედვა ახალგაზრდების სკოლამდელი განათლების სფეროში ნაკლებად ჩართულობის მიზეზებთან და მათი ინტერესის გაზრდის ალტერნატიულ გზებთან დაკავშირებით.


მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების სფეროში არსებულ მწვავე პრობლემებზე.



კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management