Sun Sun

მშობელთა ჩართულობა და მონაწილეობა ბავშვების აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის განვითარებაზე მოქმედი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტის ფარგლებში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით.

  • სკოლამდელ ასაკში ბავშვის განვითარების, განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობისა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა მშობლისა და აღმზრდელის წიგნი: „თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის.“ წიგნი შედგენილია მარტივ და გასაგებ ენაზე. მასში მოცემულია მრავალფეროვანი აქტივობები ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისათვის. პუბლიკაცია უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს თითოეულ საჯარო ბაღს და ასევე, მშობლებს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 11 საპილოტე მუნიციპალიტეტში;
  • 11 საპილოტე მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ბაზაზე შეიქმნა მშობელთა ცენტრები, რომლებიც აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, ლიტერატურითა და სხვა რესურსებით;
  • მშობელთა ცენტრებში ჩატარდა მშობელთა სამ და ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა შემდეგ საკითხებზე: ბავშვების ადრეულ ასაკში განვითარების ეტაპები, სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა, ძალადობის ფორმები და შედეგები, პოზიტიური აღზრდა. საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში მშობლებს საშუალება მიეცათ მიღებული ცოდნა თავიანთ შვილებთან პრაქტიკულ თამაშებში გამოეყენებინათ.


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management